eng

ბათუმის დელფინარიუმი

გაატარე დაუვიწყარი დრო დელფინარიუმში

ბათუმის დელფინარიუმი

დელფინების შოუ

დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა — ეს არის უნიკალური სანახაობა, რომელიც აერთიანებს შოუს ელემენტებსა და შემეცნებით სანახაობას. წარმოდგენა იმართება ნებისმიერ ამინდში და გათვლილია ყველა ასაკის მაყურებელზე.

დელფინები ასრულებენ საოცარ ნომრებს პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით მაყურებელი იხილავს:

  • - დელფინების ცეკვას
  • - თამაშს რგოლებითა და ბურთებით
  • - კუდზე ბალანსს
  • - და სხვა მრავალ საყვარელ და დაუვიწყარ ნომერს

შოუ ნამდვილად აღფრთოვანებულს დაგტოვებთ, იქნება ეს თქვენი პირველი ვიზიტი თუ განმეორებითი სტუმრობა.

პროგრამა წარიმართება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის მას საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

დელფინარიუმის შესახებ

ბათუმის დელფინარიუმი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც სრულად პასუხობს ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში მოვლა-შენახვის უახლეს საერთაშორისო მოთხოვნებს.

დელფინარიუმის ბინადრები მუდმივად იმყოფებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას – დაცულია ყველა აუცილებელი პრევენციული სტანდარტი და ნორმა.

ამფითეატრი მოიცავს 4 სექტორს და გათვლილია 887 მაყურებელზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელმისაწვდომობას – ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე, პანდუსებისა და ლიფტების მეშვეობით.