წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმებას თქვენსა - მომხმარებელსა (შემდგომში – „მომხმარებელი“) და შპს ,,რუნი ჯეორჯია“ (ს/კ: 405761153) (შემდგომში – კომპანია), შორის და არეგულირებს კომპანიის ვებ-გვერდის/პლატფორმის (შემდგომში - პლატფორმა ან ვებ-გვერდი) სარგებლობის წესებსა და პირობებს.
წინამდებარე დოკუმეტის მიზნებისთვის მომხმარებელი და კომპანია შემდგომში ერთად წოდებული არიან როგორც - „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე „მხარე“.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც გეგმავს კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობას, ვალდებულია დაეთანხმოს მოცემულ წესებსა და პირობებს. მომხმარებლის მხრიდან ამ პირობებზე დათანხმება წარმოადგენს დადასტურებას, რომ ის ეთანხმება კომპანიის მიერ წინამდებარე პლატფორმაზე წარმოდგენილი მომსახურების მიღებას დადგენილი წესებისა და პირობების. შესაბამისად, ამასთანავე ბილეთების შეძენისა და პლატფორმაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ადასტურებს თანხმობას ამ პირობებზე.
გაცნობებთ, რომ წინამდებარე პლატფორმაზე რეგისტრაციით და/ან რეგისტრაციის გარეშე ბილეთ(ებ)ის შეძენით ეთანხმებით, თქვენი, როგორც მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და კომპანიის მიერ მის გაზიარებას ორგანიზატორთან და/ან კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ მესამე პირებთან, თუ ამ ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია პლატფორმით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად. კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად.
კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს განაახლოს ან შეცვალოს მომსახურების პირობები და ასეთი ცვლილებები ავტომატურად გამოქვეყნდება ვებგვერდზე. ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს სამართლებრივი გარემოებების ცვლილების გამო. კომპანიის ვებ გვერდი მუდმივად განიცდის ტექნიკურ გაუმჯობესებას და ცვლილებას, რაზეც მომხმარებელი წინამდებარე პლატფორმაზე რეგისტრაციით ეთანხმება მას და კომპანიას ცალმხრივად შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი მსგავსი ტიპის ტექნიკური გაუმჯობესება.
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონტექსტიდან სხვა რამე არ გამომდინარეობს:
კომპანია - შპს რუნი ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი: 405761153, მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 18ა, ბინა N59, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების წვდომას პლატფორმაზე 24/7 რეჟიმში და სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის ბილეთების შეძენას.
მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს პლატფორმას, ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ბილეთების შესაძენად.
ორგანიზატორი/დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კომპანიის პლატფორმის მეშვეობით ახდენს მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციას.
პლატფორმა/ვებსაიტი - კომპანიის საკუთრებაში არსებული ოფიციალური ინტერნეტ-რესურსი - www.rune.ge, რაზეც მომხმარებელს 24/7 რეჟიმში აქვს წვდომა სხვადასხვა კატეგორიის ბილეთების შესაძენად, ასევე ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო არხი, რომელიც გამოიყენება მომხმარებლების წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის.
ღონისძიება – ნებისმიერი სახის ღონისძიება, რომელიც გამოქვეყნებულია კომპანიის პლატფორმაზე.
ბილეთი - ორგანიზატორის ღონისძიებაზე დაშვების უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც კომპანია გასცემს მომხმარებლოის მიერ შეძენის შემთხვევაში ელექტრონული ფორმით.
პლატფორმის საკომისიო – კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურებების საფასური.
ტრანზაქციის საკომისიო – ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის შესრულებისას გადახდილი ბანკის ან სხვა ნებისმიერი საგადახდო კომპანიის მიერ მიერ დაწესებული საკომისიო.
კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას:
კომპანია წარმოადგენს შუამავალს ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის, რომელიც ეხმარება ორგანიზატორს პლატფორმაზე განთავსებით განახორციელოს მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ბილეთების რეალიზება, ხოლო მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიძინოს მისთვის სასურველ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და ორგანიზატორს შორის არსებული ურთიერთობიდან, მათ შორის:
ღონისძიებაზე მომხმარებლის დაშვებაზე, იმ შემთხვევაში თუკი უარი გამოწვეული არ არის კომპანიის მიერ არასწორი ინფორმაციის შემცველი ბილეთის გაცემით. ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად, განვმარტავთ, რომ არასწორი ინფორმაცია ბილეთზე დატანილი უნდა იყოს კომპანიის ბრალეულობით;
ასაკობროვ შეზღუდვაზე;
ბილეთების დაბრუნების პირობებზე;
ასევე, ყველა სხვა საკითხი (როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური), რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორგანიზატორთან და გამომდინარეობს მისგან.
კომპანია იძლევა გარანტიას, რომ სრულყოფილად იქნება დატანილი, როგორც ბილეთზე ასევე პლატფორმაზე ორგანიზატორის მიერ მოწოდებული ღონისძიების დეტალები. თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი ორგანიზატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორესა და შინაარსზე. კომპანია არ ახორციელებს მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას.
კომპანია არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებში, როცა პლატფორმა ან მისი რომელიმე სერვისი გარკვეული დროის განმავლობაში სრულად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი გახდება, წარმოიქმნება ტექნიკური ხარვეზი ან მოხდება სხვა სახის შეფერხება. შესაბამისად, კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმა იმუშავებს უწყვეტად და ხარვეზების გარეშე. ტექნიკური შეფერხება ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს მომხმარებელთა მაღალმა აქტივობამ, ერთდროულად ერთი და იმავე ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შეძენის მსურველთა დიდმა რაოდენობამ.
კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მაქსიმალური ძალისხმევით ცდილობს, რომ პლატფორმა დაცული იყოს სხვადასხვა სახის თარღლითური თავდასხმისგან, თუმცა კომპანია პასუხს არ აგებს კიბერ შეტევის ან სხვა თაღლითური გზით მომხამარებლისთვის მიყენებულ ზიანზე.
კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლების მასალების არასანქცირებულ წვდომასა თუ მოპარვაზე, აგრეთვე კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის პირადი ტექნიკური მოწყობილობის დაზიანებაზე, პლატფორმიდან ჩამოტვირთული ნებისმიერი პროგრამისა თუ გაზიარებული ინფორმაციის შედეგად.
კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების შედეგად, უარი თქვას მომხმარებლის მიერ კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელებაზე, თუკი ინფორმაციის დამუშავების შედეგად კომპანიას გაუჩნდა საუძვლიანი ეჭვი ან/და თუ მომხმარებელი შემჩნეულია სხვადასხვა თაღლითურ მოქმედებებში, იქნება ეს პლასტიკური ბარათებით გადახდებთან დაკავშირებული თუ ნებისმიერი სხვა სახის ქმედება, ასევე იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი დაარღვევს პლატფორმაზე განთავსებულ წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენცალობის პოლიტიკსა თუ სხვა.
მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას:
მომხმარებელი ადასტურებს რომ არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) ქმედუნარიანი პირი და პლატფორმაზე რეეგისტრაციის მომენტში არ იმყოფება რაიმე სახის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, არ იმყოფება ალკოჰოლური ნარკოტიკული, თუ სხვა სახის ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ზუსტად და ზედმიწევნით ესმის პლატფორმაზე არსებული წინამდებარე წესებისა პირობების შინაარსი და იაზრებს მისი დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილ სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
წინამდებარე პლატფორმაზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ ზედმიწევნით გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და ასევე ადასტურებს, რომ მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციის ეტაპზე მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი. შესაბამისად კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხმარებლის მონაცემების სისწორესა და არასწორი ინფორმაციის მითითების საფუძველზე წარმოშობილ ნებისმიერ ზიანზე.
მომხმარებელი ადასტურებს კომპანიის უფლებამოსილებას პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდგომ (წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ანგარიშის დახურვის წესების შესაბამისად რეგისტრაციის გაუქმებამდე) გადაამოწმოს და დაამუშაოს მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის პირის პერსონალური მონაცემები.
მომხმარებელი იღებს ვალდებულებას რომ დაუყოვნებლივ აცნობებს კომპანიას რეგისტრაციის მომენტში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე, ასევე ყველა ისეთი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდგობაში მოდიოდეს წინამდებარე წესებსა და პირობებთან, ასევე მომხმარებლის განცხადებებსა და გარანტიებთან.
მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას პლატფორმაზე რეგისტრირებული მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, შესაბამისად არ გაუზიაროს მესამე პირებს მისი პირადი მონაცები, რეგისტრირებული სახელი და პაროლი. კომპანია პასუხს არ აგებს ასეთ შემთხვევაში მესამე პირების მიერ არაოფიციალური წვდომის შედეგად წარმოშობილ ზიანზე.
მომხმარებელი წინამდებარე პლატფორმაზე რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმას გამოიყენებს მხოლოდ პლატფორმის მიზნებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბილეთების შეძენის ძირითადი პირობები
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შესაძენად მომხმარებელმა უნდა გაიაროს პლატფორმაზე რეგისტრაცია შესაბამისი ინსტრუქციის გამოყენებით. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ასევე ფეისბუქისა გუგლის გამოყენებით.
პლატფორმაზე ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მომხმარებელს შეძენილი ელექტრონული ბილეთი ეგზავნება მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციის და/ან შეძენის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. რეგისტრირებული მომხარებლებისთვის, ასევ შეძენილი ბილეთი აისახება პლატფორმაზე.
მომხმარებელი ვალდებულია ტრანზაქციის განხორციელების შემდგომ გადაამოწმოს აისახა თუ არა ბილეთი პლატფორმაზე და/ან ელექტრონულ ფოსტაზე. ელექტრონულ ფოსტაზე შეძენილი ბილეთი იგზავნება შეძენისთანავე. შესაბამისად, მომხმარებელი ვალდებულია ბილეთის დროულად არ ასახვის/გამოგზავნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს პლატფორმის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეეცდება პრობლემის აღმოფხვრას. იმ შემთხვევაში, თუ გასაყიდი ბილეთების რაოდენობა იქნება ამოწურული კომპანია დაუყოვნებლივ დააბრუნებს ბილეთში გადახდილ თანხას, იმავე ანგარიშზე რა ანგარიშიდანაც გახორციელდა გადახდა, სხვა ყველა გადახდილი საკომისიოს ჩათვლით.
შესაძლებელია, რომ ღონისძაიებაზე დასასწრები ბილეთი იყოს სახელობითი, რაც ნიშნავს რომ ბილეთზე დატანილია მომხმარებლის სახელი და გვარი ან/და სხვა დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს დატანილი ინფორმაციის სისწორე და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი არ განხორციელდება თქვენი დაშვება ღონისძიებაზე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას და შესაბამისად არ განხორციელდება ბილეთის ფასის ანაზღაურება.
შესაძლებელია რომ ბილეთების რაოდენობა ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე იყოს შეზღუდული. გასაყიდი ბილეთების რაოდენობაზე ინფორმაციას ორგანიზატორი აწვდის კომპანიას.
კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას დაადგინოს ერთი მომხმარებლის მიერ ბილეთების შეძენის მაქსიმალური ლიმიტი ერთი ღონისძიებისთვის.
ზოგიერთი ღონისძიების ორგანიზატორმა შესაძლებელია დამატებითი ვერიფიკაცია დააწესოს მომხმარებლებისთვის, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ბილეთის ყიდვის საშუალება მიეცემა მხოლოდ წინასწარი ვერიფიკაციის გავლის და ორგანიზატორის მიერ დადასტურების შემთხვევაში. ასევე შესაძლებელია რომ ღონისძიების ორგანიზატორმა არ დაუშვას ღონისძიებაზე პირი, რომელიც ვერ გაივლის ადგილზე შემდგომ ვერიფიკაციას, რაც დაწესებულია ორგანიზატორის მიერ მისი წესებისა და პირობების შესაბამისად. წინასწარი და შემდგომი ვერიფიკაციის თაობაზე მომხმარებელი გაფრთხილებული იქნება ღონისძიების ორგანიზატორის მიერ, შესაბამისად მასა არ აქვს უფლება შემდგომი ვერიფიკაციის ვერ გავლის შემთხვევაში მოითხოვოს ბილეთის უკან დაბრუნება.
ზოგიერთ ღონისძიებაზე მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დაწესდეს რიგი, შესაბამისად თუკი კონკრეტული რიგის ნომრის დადგომამდე ბილეთები სრულად გაიყიდა, ასეთი რიგის ნომრის მქონე მომხმარებელი ბილეთის შეძენას ვერ შეძლებს. თუკი მომხმარებელი წარმატებით განხორციელებს ბილეთის შეძენას, შეძენის შემდგომ პლატფორმა ავტომატურად დააბრუნებს საწყის გვერდზე და მისი რიგის ნომერი გაუქმდება.
ზოგიერთ შეძენილ ბილეთზე შესაძლებელია დატანილი იყოს QR კოდი, რომელიც არის უნიკალური. შესაბამისად ნუ გაუზიარებთ QR კოდს მესამე პირებს, ნუ მოახდენთ მის დაფოტოსურათებას და ატვირთვას სოციალურ ქსელში ან სხვა პლატფორმაზე, ვინაიდან ასეთი ბილეთის შემთხვევაში ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია QR კოდის დასკანერებით სპეციალური აპარტის მეშვეობით, ერთჯერადად. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას QR კოდის გაზიარებით გამოწვეულ შედეგებზე.
პლატფორმაზე შესაძლებელია განთავსებული იყოს კომპანიის ან ორგანიზატორის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სახის აქციები ან/და ფასდაკლებები. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ მასში მოცემულ ინფორმაციას და მისი გამოყენების შემთხვევაში მიყვეთ მასზე დატანილ ინსტრუქციას. შემოთავაზებული აქციები არის ინდივიდუალური. ასევე შესაძლებელია რომ კომპანიამ ან/და ორგანიზატორმა შემოგთავაზოთ პრომოკოდი, რომელიც არის ერთჯერადი გამოყენების, რომლის ვადა განისაზღვრება კომპანიის/ორგანიზატორის მიერ ერთპიროვნულად.
კომპანია წარმოადგენს შუამავალს ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის, შესაბამისად ღონისძიების გაუქმების/გადადების/წინასწარი ან ღონისძიების ადგილზე ვერიფიკაციის ვერ გავლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზატორს, შესაბამისად ორგანიზატორია მოპასუხე მხარე.
კომპანია არ არის ვალდებული ღონისძიების გადადება/გაუქმება პლატფორმის მეშვეობით აცნობოს მომხმარებელს. ღონისძიების ორგანიზატორი ზემოხსენებულ ინფორმაციას გამოაქვეყნებს შესაბამის ვებ-გვერდებზე. შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი გადადებული/გაუქმებული ღონისძიების ინფორმაციის დაგვიანებით შეტყობინებაზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე.
შეძენილი ბილეთების დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზატორი. ბილეთი შესაძლებელია დაბრუნდეს დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების/გადადების/ შემთხვევაში.
როდესაც ხდება ღონისძიების გადადება, შესაძლებელია რომ ორგანიზატორმა შესთავაზოს მომხმარებელს შეძენილი ბილეთი გამოიყენოს შეცვლილ თარიღზე ან/და მომხმარებელმა დააბრუნოს ბილეთი და აუნაზღაურდეს ბილეთის საფასური, გარდა პლატფორმის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიოსი.
გაცნობებთ, რომ ბილეთის დაბრუნება ხდება ორგანიზატორის გადაწყვეტილებით, შესაბამისი წესებისა და პირობების გათვალისწინებით. შესაბამისად შესაძლებელია ორანიზატორმა დაადგინოს ბილეთის დაბრუნების განსხვავებული წესები და ვადები, რაც მითითებული იქნება ორგანიზატორის ან/და შესაბამისი ღონისძიების ვებ-გვერდებზე. ასეთ შემთხვევაში ბილეთის დაბრუნება განხორციელდება ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუკი ღონისძიების ორგანიზატორმა არ განსაზღვრა ბილეთების დაბრუნების წესები და პირობები და ასევე არ არსებობს ბილეთის დაბრუნების სხვა საფუძველი რაც გათვალისწინებულია წინამდებარე წესებითა და პირობებით, კომპანია არ არის ვალდებული და არ ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში დაიბრუნოს ბილეთები.
ბილეთების დაბრუნების მოთხოვნით მომხმარებელმა უნდა მიმართოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს და/ან გამოიყენოს პლატფორმაზე არსებული ბილეთების დაბრუნების ფუნქციონალი. ბილეთების დაბრუნების ფუნქციონალის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს ორგანიზატორი, მის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ხსენებული წესებისა და პირობების დარღვრვის შემთხვევაში, ბილეთების დაბრუნების ფუნქციონალი აღარ იქნება ხელმისაწვდომი მომხარებელებისათვის.
ბილეთის თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე საბანკო ანგარიშზე რა ანგარიშიდანაც განხორცილდა ბილეთების შეძენა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასწორად შეძენილი ბილეთის დაბრუნება ან გადაცვლა არ არის შესაძლებელი. ამიტომ გთხოვთ, ბილეთის შეძენამდე დეტალურად გაეცნოთ ღონისძიების დეტალებს. სხვა შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს არასწორად შეძენილი ბილეთის ყიდვით გამოწვეულ შედეგებზე.
პლატფორმა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედებისას განხორციელებული ცვლილებები და გაუმჯობესებები) წარმოადგენს კომპანიის ექსკლუზიურ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მასზე სრულად ვრცელდება კომპანიის საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. კომპანიის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, აკრძალულია აპლიკაციის მოდიფიცირება, ადაპტირება ან/და სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელება, რომელიც განეკუთვნება კომპანიის განსაკუთრებულ უფლებას.
მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით არ ხორციელდება სავაჭრო, სასაქონლო, საავტორო ან/და რაიმე სახის სხვა ინტელექტუალური საკუთრების გადაცემა და ყველა უფლებას, რომელიც პირდაპირ არაა გათვალისწინებული ამ წესებით და პირობებით ინარჩუნებს კომპანია.
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პირობების უგულებელყოფა წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას და კომპანიას ანიჭებს უფლებას გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები.
მომხმარებელი უფლებამოსილია გამოიყენოს პლატფორმა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და მას არ აქვს რაიმე სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც რაიმე სახით უკავშირდება პლატფორმას.
პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, ფოტო და გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მისი ნებისმიერი სახით გამოყენება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პირობები ვრცელდება შეუზღუდავად და უვადოდ.
კომპანიის მატერიალური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ თანხით რაც არის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის საფასური, ყველა სხვა დამატებითი საკომისიოს გამოკლებით.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიმართოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს და მოითხოვოს პლატფორმაზე მისი ანგარიშის დახურვა და მონაცემების წაშლა. წინამდებარე მოთხოვნის დაფიქსირების შემდგომ კომპანია გონივრულ ვადაში განახორციელებს ანგარიშის დახურვას და მონაცემების წაშლას, გარდა იმ შემთხვევისა თუკი კომპანია ლეგიტიმური ან/და საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე არ არის უფლებამოსილი დახუროს ანგარიში და წაშალოს მონაცემები. ლეგიტირმური მიზანი შეიძლება იყოს მომხმარებლის სხვადასხვა სახის ფინანსური თუ სხვა სახის ვალდებულება კომპანიის მიმართ ან/და სხვა რაიმე სახის ვალდებულება კომპანიის მიმართ. საკანონმდებლო ან სამართლებრივი მიზანი შესაძლებელია იყოს ოფიციალური უფლებამოსილი ორგანოს მომართვა, რაც კრძალავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული მომხმარებლის მონაცემების წაშლასა და ანგარიშის დახურვას. აკრძალვა შეიძლება გამომდინარეობდეს ისეთ შემთხვევაში როდესაც ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით, რეგულაციების დაცვისა თუ სხვა ლეგიტიმური მიზნებისთვის. ასეთ შემთხვევაში კომპანიის მიერ დამუშავებული და შენახული ყველა მონაცემი დაცულია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
წინამდებარე წესები და პირობები (ხელშეკრულება) ძალაში შედის მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე შესაბამისი რეგისტრაციის გავლის მომენტიდან, ასევე რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციიდან და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის დახურვამდე.
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები. შესაბამისი ცვლილებები აისახება პლატფორმაზე. შეცვლილი პირობები ძალაში შედის მისი პლატფორმაზე განთავსებისთანავე.
იმ შემთხვევაში თუკი მომხმარებელი წესებისა და პირობების ცვლილების შემთხვევაში არ დახურავს ანგარიშს, ითვლება რომ იგი ეთანხმება შეცვლილ გარემოებებს.
კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად, მომხმარებლის შემდგომი თანხმობის გარეშე დახუროს პლატფორმაზე მომხმარებლის პირადი ანგარიში, თუკი მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებსა და პირობებს, არ იყენებს პლატფორმას დადგენილი წესების შესაბამისად ან/და შემჩნეულია საეჭვო ტრანზაქციებში. ასევე ნებისმიერი გონივრული ეჭვისა თუ ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
მხარეთა შორის ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერ მხარეს შეუძლია დავის მოსაგვარებლად მიმართოს საქართველოს სასამართლოებს.
წინამდებარე წესები და პირობები და მხარეთა შორის დადებული ნებისმიერ სხვა ხელშეკრულება რაც დაკავშირებულია პლატფორმით სარგებლობასთან წარმოადგენს ერთიან ხელშეკრულებას და ანაცვლებს მხარეთა შორის არსებულ ყველა სხვა ვერბალურ თუ წერლობით კომუნიკაციას.
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერი სახის პრეტენზიის შემთხვევაში მიმართოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.
საკითხები, რომელიც პირდაპირ არ არის დარეგულირებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად