eng

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს ,,რუნი ჯეორჯია“ (ს/კ: 405761153), (შემდგომში - კომპანია) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც www.Rune.ge პლატფორმის მეშვეობით ახორციელებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიების ელექტრონული ბილეთების რეალიზაციას და რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის წარმოადგენს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს.

ზოგადი ინფორმაცია

ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე და ვამუშავებთ მათ საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქარველო კანონის შესაბამისად. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პოლიტიკას, რათა გაიგოთ, როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ, ვინახავთ ან/და ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. კომპანია პატივს სცემს თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და პერსონალური მონაცემების დაცვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების უსაფრთხო დამუშავებას.

პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ინფორმაციას, რომელიც საშუალებას იძლევა მოვახდინოთ პირის იდენტიფიცირება. ეს შეიძლება იყოს — სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი და სხვა.

რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ

კომპანია ამუშავებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი მომსახურების უზრუნველსაყოფად. კონკრეტულად, შესაძლებელია დამუშავდეს:

  • საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი)
  • საიდენტიფიკაციო მონაცემები
  • საცხოვრებელი მისამართი (შესაბამისად საჭიროების მიხედვით)
  • გადახდის ინფორმაცია (მაგ. საბანკო ანგარიშის ნომერი, ბარათის ტიპი, ვადა და ა.შ.) რაც აუცილებელია გადახდის განსახორციელებლად
  • ტრანზაქციის ისტორია
  • IP მისამართი და მოწყობილობის მონაცემები
  • მზა ჩანაწერების (cookies) მეშვეობით მიღებული ინფორმაცია
  • საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია
  • კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები, რაც შეიძლება იყოს ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები

თქვენი პერსონალური მონაცმეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ხდება მხოლოდ თქვენი თანხმობით, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით და ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

  • მაშინ როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი და რეგისტრირდებით ჩვენს პლატფორმაზე, შესაბამისად იძენთ ჩვენს მომსახურებას;
  • როდესაც იყენებთ კომპანიის პროდუქტებს.
  • როდესაც იძენთ პლატფორმაზე განთავსებული ღონისძიების ელექტრონულ ბილეთებს;
  • როდესაც გვიგზავნით შეტყობინებებს პატფორმის ონლაინ ჩატის, მეილის თუ სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით;
  • როდესაც აფიქსირებთ პრეტენზიას
  • თქვენს მონაცემებს ასევე ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო რეესტრი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ფინანსური ინსტიტუტები ან/და სხვა საჯარო ორგანიზაციები

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სხვადასხვა მიზნით, რაც შეიძლება იყოს:

  • ბილეთების გაყიდვა და მომსახურების მიწოდება
  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია
  • ანგარიშგება და გადახდების დამუშავება
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია (ელ. ფოსტით, ტელეფონით ან სხვა არხებით)
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება
  • ვებსაიტის უსაფრთხოებისა და გაუმჯობესების მიზნით ანალიტიკური ინფორმაციის მიღება;
  • კომპანიის მომსახურების მიწოდება;
  • მომსახურების გაუმჯობესება;
  • მონაცემთა უსაფრთხოება;
  • კომპანიის სისტემებისა პლატფორმის არასათანადო გამოყენების პრევენცია
  • სხვადასხვა სახის დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის
  • პირდაპირი მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს თქვენი თანხმობით კომპანიის მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას;
  • მომხმარებელთან საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კომუნიკაციის დასამყარებლად და შესაბამისი უკუავშირის მისაღებად (ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა სახის საკომუნიკაციო არხების გამოყენებით)

გაცნობებთ, რომ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია, მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. კომპანია სტანდარტულ პირობებში არ ამუშავებს არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემებს. იქიდან გამომდინარე რომ სერვისის შესაძენად საჭიროა საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება და თუ ამ მომსახურების შესყიდვა ხდება არასრულწლოვნისთვის, კომპანია აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

აქვე გაცნობებთ, რომ 18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ პლატფორმით სარგებლობა. კომპანია იძლევა გარანტიას რომ იმ შემთხვევაში თუკი არასრულწლოვანი გამოიყენებს პლატფორმას და მოხდება იდენტიფიკაცია, მისი პერსონალური მონაცემები არ იქნება შენახული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პლატფორმაზე რეგისტრაციისას თქვენ ადასტურებთ რომ ხართ მინიმუმ 18 წელს მიღწეული პირი. კომპანია იძლევა გარანტიას, რომ ასეთ შემთხვევაში თითოეული მონაცემი მხოლოდ ზემოაღნიშნული მიზნ(ებ)ის მისაღწევად საჭირო მოცულობით მუშავდება.

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

პერსონალური მონაცემების დამუშავება ეფუძნება შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს:

  • მომხმარებლის თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე;
  • კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულება
  • ხელშეკრულების შესრულება
  • ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც არ არღვევს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის უფლებებს. კომპანია ფლობს კანონით დაშვებულ ინტერესს, რომელიც ეფუძნება მომსახურების გაუმჯობესების, სისტემური უსაფრთხოების და კანონიერი ბიზნეს-ინტერესების დაცვას. კომპანიის ლეგიტიმური ინტერესი შეიძლება ეფუძნებოდეს თაღლითობის პრევენციასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მაგალითად: მომხმარებლის იდენტობის გადამოწმება საეჭვო აქტივობის შემთხვევაში; ასევე კლიენტების მომსახურების გაუმჯობესება, ვებსაიტის და მომსახურების ოპტიმიზაცია, კომპანიის იურიდიული ინტერესების დაცვა, მაგალითად: დავების, პრეტენზიების ან სასამართლო პროცესების დროს საჭირო მტკიცებულებების შენახვა, კომპანიის სისტემების და ქონების დაცვა არასათანადო გამოყენებისგან;
  • მომხმარებლის მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევბი

მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება წარმოადგენს სავალდებულო წინაპირობას მომსახურების სრულფასოვნად გაწევისათვის. მონაცემთა მიწოდებაზე უარის შემთხვევაში კომპანია ვერ შეძლებს შესაბამისი სერვისის გაწევას ან სამართლებრივი ვალდებულების შესრულებას. მონაცემების მიწოდება აუცილებელია:

  • ხელშეკრულების დასადებად ან მის შესასრულებლად;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • სერვისის უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ გასაწევად;

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ მოგვაწვდის ზემოაღნიშნულ წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს კომპანია ვერ შეძლებს:

  • ბილეთის გაყიდვასა და გადმოცემას,
  • ტრანზაქციის დამუშავებას,
  • საჭირო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებას (მაგ., ბუღალტრული აღრიცხვა ან ანგარიშგება)

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

წინამდებარე პოლიტიკაზე დათანხმებით თქვენ ეთანხმებით პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში კომპანიას უფლება აქვს მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით (რომლებიც გაზიარებული გაქვთ პლატფორმაზე რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის დროს) გამოგიგზანოთ სხვადასხვა სახის ახალი პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება.

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დააფიქსიროს მოთხოვნა პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემთხვევაში იმავე შეტყობინებაზე პასუხი დაბრუნებით - ტექსტით: NO SMS, ხოლო ელეტქრონულ ფოსტაზე მიღების შემთხვევაში მოთხოვნა დააფიქსიროს უკუკავშირის მეშვეობით.

Cookies-ის გამოყენება

ჩვენ ვიყენებთ ე.წ მზა ჩანაწერებს (Cookies ფაილებს) ვებსაიტის ეფექტური ფუნქციონირების, ანალიტიკისა და მარკეტინგული მიზნებისათვის. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი მომენტში გამორთოს cookies ბრაუზერის პარამეტრებიდან. Cookies ფაილები გამოიყენება მომსახურების ეფექტურად მისაწოდებლად მომხმარებლისთვის. მზა ჩანაწერების მეშვეობით ვაგროვებთ გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ რაც პლატფორმაზე განხორციელდა, საიტზე დაყოვნებული დროის ხანგრძლივობას, ზოგად ინფორმაციას თუ როგორ იყნებეთ პლატფორმას. ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლებს მუდმიბად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და შევქმნათ თქვენზე მორგებული პლატფორმა.

მომხმარებელს პლატფორმაზე შესვლის დროს გამოუჩნდება ინფორმაცია მზა ჩანაწერების გამოყენების შესახებ, რომელსაც ღილაკზე, „თანხმობა“, დაჭერით დაეთანხმება კომპანიის მიერ მზა ჩანაწრების გამოყენებას. მომხმარებელს ასევე შეუძლია არ დაეთანხმოს მზა ჩანაწერების გამოყენებას. ასევე მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი მომენტში გამორთოს cookies ბრაუზერის პარამეტრებიდან. გვსურს გაცნობოთ, რომ თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკას“ (რომელიც ასევე განთავსებულია პლატფორმაზე) ან დაბლოკავთ ან წაშლით Cookie-ს ფაილებს, ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა ზოგიერთმა სერვისმა/ფუნქციონალმა შესაძლოა არ იფუნქციონიროს სრულყოფილად, რამაც შესაძლოა თქვენთვის გამოიწვიოს ჩვენი სერვისის მიღების სრულად ან ნაწილობრივ შეუძლებლობა.

ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება (პროფაილინგი) და მასთან დაკავშირებული უფლებები

თქვენი მონაცემები, შეიძლება დამუშავდეს ავტომატური გადაწყვეტილების მიღების პროცესში (პროფაილინგი). რომლის საფუძველი შეიძლება იყოს თქვენი თანხმობა, კანონმდებლობით ან/და ჩვენს შორის არსებული ხელშეკრულებით ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. მომხმარებელს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:

ა) ეფუძნება მონაცემთა სუბიექტის აშკარად გამოხატულ თანხმობას; ბ) აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

მესამე პირებთან მონაცემთა გაზიარება

ჩვენ არ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

  • ეს აუცილებელია მომსახურების გასაწევად
  • არსებობს კანონით დადგენილი მოთხოვნა
  • მომხმარებელი თავად გამოთქვამს თანხმობას

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მონაცემები შესაძელბელია გაზიარდეს კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ მესამე პირებთან, რომლებმაც თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი უნდა მოგაწოდონ, რომელთათვისაც თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება მნიშვნელოვანია რათა კომპანიამ სრულყოფლად მოგაწოდოთ მომსახურება. მესამე პირები, რომელთაც შესაძლებელია მიეწოდოს თქვენი პერსონალური მონაცემები, ვალდებული არიან დაიცვან მათი უსაფრთხოება და კონფიდენციალობა შესაბამისი კანონმდებლობისა და წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად. მონაცემთა გაზიარება შესაძლებელია განხორცილედეს:

  • ბილეთის შეძენის შემთხვევაში, ღონისძიების ორგანიზატორთან;
  • კანონით განსაზღვრულ ორგანოებთან, შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
  • პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან;
  • მომსახურების პროვაიდერებს, IT სერვისის მომწოდებლებთან;
  • მესამე პიებს თქვენი თანხმობის შემთხვევაში;
  • თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები;

ჩვენთვის თქვენი პერსონალურო მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია, შესაბამისად თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, იმ შემთხვევაში თუ მესამე მხარეს გადავცემთ თქვენს პერსონალურს მონაცემებს, გადაცემამდე ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური ზომები.

იმ შემთხვევაში თუკი განხორციელდება კომპანიის რეოგანიზაცია, შერწყმა, გამოყოფა ან/და გაყიდვა, ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილების შემთხვევაში, კომპანიამ შესაძლებელია გააზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები, თუმცა შესაბამისი მხარე ვალდებული იქნება წინასწარ, სავალდებულოდ იკისროს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

კომპანიას უფლება აქვს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამის სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს გაუზაროს თქვენი პერსონალური მონაცემები და/ან გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

კომპანია შეიძლება გადასცემდეს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე მონაცემთა მიმღებებს იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია მომსახურების ხარისხისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, ვებსაიტის ანალიტიკის, ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციული ინფრასტრუქტურის მიზნებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში, კომპანია იყენებს Google Analytics-ს, რომელიც არის აშშ-ს იურისდიქციაში, სადაც მონაცემთა დაცვის გარანტიები შესაძლოა არ იყოს სრულყოფილად დაცული. თუმცა, კომპანიასა და Google-ს შორის დადებული შეთანხმება შეიცავს შესაბამის გარანტიებს. ორივე მხარემ გაატარა საჭირო ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები მონაცემთა უსაფრთხო გადაცემის უზრუნველსაყოფად. ამ მომსახურების ფარგლებში, შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომრის, მომხმარებლის user ID-ის და ქცევითი მონაცემების გადაცემა, რაც ემსახურება ვებსაიტის ვიზიტორების ანონიმურ ანალიზს და პლატფორმის გაუმჯობესებას.

მონაცემების საერთაშორისო გადაცემა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • მიმღები ქვეყანა უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა დაცვის სტანდარტს; ან
  • გადაცემა ეფუძნება მონაცემთა დაცვის შესაბამის სამართლებრივ გარანტიებს (მაგალითად, სტანდარტული საკონტრაქტო პირობები); ან
  • მონაცემთა სუბიექტს აქვს მიცემული წინასწარი და ინფორმირებული თანხმობა.

მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია მონაცემების საერთაშორისო გადაცემის იურიდიულ საფუძვლებზე და უსაფრთხოების ზომებზე.

მონაცემების შენახვის ვადები

პერსონალური მონაცემები ინახება მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და ასევე მომსახურების დასრულების 10 წლის განმავლობაში, ან ვადით რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად. მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 10 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუკი მათი წაშლა შეუძლებელია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს აქვს უფლება:

  • მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემებზე, კონკრეტულად რა მონაცემი დამუშავდა და რა მიზნით; ასევე იმ წყაროს შესახებ რის საფუძველზეც შეგროვდა მონაცემები;
  • მოითხოვოს მონაცემების შესწორება, განახლება, შევსება ან წაშლა;
  • მოითხოვოს რომ შეწყდეს მონაცემების დამუშავება და მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების წაშლა თუ მონაცემთა დამუშავება ხდება კანონსაწინააღმდეგოდ ან/და ის მიზანი აღარ არსებობს რა მიზნითაც დამუშავდა მონაცემები;
  • გასაჩივრების უფლება - მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში;
  • მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების დოკუმენტური დადასტურება რაც გაცემული იქნება ასლების სახით;
  • ნებისმიერ დროს უარი თქვათ მონაცემთა დამუშავებაზე, გაითხოვოს მის მიერ გაცემული თანხმობა და მოითხოვოს მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. კომპანია შევწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და წაშლის უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი ან/და სხვა სამართლებრივად შემზღუდველი გარემოება.
  • მონაცემების დაბლოკვა - იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობასა და სიზუსტეს, თუ მონაცემთა დამუშავება უკანონოა, მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად. კომპანია ასეთ შემთხვევაში დაბლოკავს მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა დაბლოკვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომპანიის მიერ კანონით ან/და კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის ლეგიტიმურ ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის, განსაკუთრებით არასრულწლოვანის, უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი. მონაცემები უნდა დაიბლოკოს მათი დაბლოკვის მიზეზის არსებობის ვადით
  • მოითხოვოს ინფორმაცია თუ ვის გადაეცა დამუშავებული მონაცემები;

მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა

მომხმარებლის ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს თუ ამ უფლების გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
  • ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
  • მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;

მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არასანქცირებული წვდომისგან, არასანქცირებული გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეიყვანთ ელექტრონულ ფოსტას და დაშიფრულ პაროლს პლატფორმაზე. შესაბამისად არ გაუზიაროთ თქვენი პაროლი მესამე პირებს. სხვა შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ ასეთ შემთხვევაში არასანქცირებულ წვდომაზე. ჩვენის მხრივ გაცნობებთ, რომ თქვენი ინფორმაცია განთავსებულია მაქსიმალურად დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამისად ავტორიზებულ პირებს მიუწვდებათ ხელი.

მიუხედავად იმისა, კომპანია იღებს ყველა საჭირო ზომა ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით, კომპანია არ არის პასუიმგებელი კიბერ შეტევების შედეგად მესამე პირების მიერ მონაცემთა არასანქცირებულ წვდომაზე. კომპანია იძლევა გარანტიას, რომ იღებს ყველა ზომას და დებს მაქსიმალურ ძალისხმევას ამგვარი არასანქცირებული შეღწევის პრევენციისთვის.

კონტაქტი

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვების ან თქვენი უფლებების რეალიზების (რაც გულისხმობს, მონაცემების წაშლას, დამუშავებაზე თანხმობის უკან გაცმობას, ცვლილებას, განახლებას და ა.შ.) შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: მხარდაჭერის გუნდს

ცვლილებები

წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ დროს, მომხმარებლის თანხმობის გარეშე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილებით ან კოპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის ცვლილებით. შეცვლილი კონფიდენციალობის პოლიტიკა დაუყოვნელივ იქნება ატვირთული პლატფომაზე.