Homepage

ჯომარდობა ფასანაურში - Admiral Rafting

ორგანიზატორი:Admiral Rafting Group
ჯომარდობა ფასანაურში - Admiral Rafting

„ადმირალ რაფტინგ ჯგუფი“ 2018 წლიდან აწყობს საჯომარდო ტურებსა და კერძო თუ კორპორაციულ ღონისძიებებს ფასანაურში. კომპანიის საჯომარდო ბანაკში დაგხვდება ულამაზესი ბუნება, კომფორტული გარემო, სასიამოვნო მუსიკა და გემრიელი კერძები.
ტურის განმავლობაში ყველა საჭირო აღჭურვილობით იქნები უზრუნველყოფილი:

  • ჩაფხუტი

  • სამაშველო ჟილეტი

  • ნიჩაბი

თითოეულ ნავს პროფესიონალი, სერტიფიცირებული ინსტრუქტორი გაუძღვება. წყალში შესვლამდე კი ყველა მონაწილეს 15–20-წუთიანი უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი ჩაუტარდება.
ჯომარდობის შემდეგ შეგიძლია დრო ბანაკშიც გაატარო, დატკბე ბუნებით, დაისვენო და სასიამოვნო გარემოში ყოველდღიურ რუტინას გაექცე.

პაკეტები:

  • მაქსიმუმ 4 ადამიანი, 8 კმ-იანი მონაკვეთი: 200 ლარი

  • მაქსიმუმ 6 ადამიანი, 8 კმ-იანი მონაკვეთი: 300 ლარი

  • მაქსიმუმ 6 ადამიანი, 12.5 კმ-იანი მონაკვეთი: სპეციალური ფასი მხოლოდ რუნიზე, 420 ლარის ნაცვლად 300 ლარი

შეკრიბე მეგობრები ან ოჯახის წევრები და მოემზადე არაგვზე დაუვიწყარი თავგადასავლისთვის.

სოციალური ქსელები

ჯომარდობაში მონაწილეობა შეუძლიათ ბავშვებს 5 წლიდან, მხოლოდ მშობლის თანხლებით.
ბილეთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შერჩეულ თარიღზე მდინარის მდგომარეობა ან სხვა გარემო პირობები ჯომარდობისთვის საფრთხის შემცველია და ტური ვერ ტარდება.
მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ ბილეთის შეძენიდან 1 თვის განმავლობაში. ვიზიტის თარიღისა და დამატებითი დეტალების შესათანხმებლად დაუკავშირდით ორგანიზატორს ნომერზე: +995 599 81 11 18.

მისამართი

ᲤᲐᲡᲐᲜᲐᲣᲠᲘ, 300 ᲐᲠᲐᲒᲕᲔᲚᲘᲡ N2
მთავარი