Homepage

აშშ-ს წამყვანი კერძო სკოლები თბილისში

ორგანიზატორი:Anglo Georgia
აშშ-ს წამყვანი კერძო სკოლები თბილისში

🇺🇸🇬🇪 შეხვედრა აშშ-ის წამყვანი კერძო სკოლების წარმომადგენლებთან თბილისში.

8 ოქტომბერს, ანგლო-ჯორჯიას საკონფერენციო დარბაზში, 14–18 წლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ აშშ-ის წამყვანი კერძო სკოლების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ამერიკაში სწავლის გაგრძელების შესახებ.

შეხვედრაზე გაეცნობით:

  1. სკოლაში მიღების მოთხოვნებსა და პროცედურებს;
  2. სწავლის საფასურსა და სტიპენდიის შესაძლებლობებს;
  3. განაცხადის წარდგენის ვადებს;
  4. სტუდენტური ვიზის მიღების პროცესს;
  5. თქვენი შვილისთვის შესაბამისი სკოლის შერჩევის გზებს.

მონაწილეები მიიღებენ მიღების პროცესის ეტაპობრივ გზამკვლევსა და 15-წუთიან ინდივიდუალურ კონსულტაციას.

8 ოქტომბერი | 17:00

თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 23–23ა ანგლო-ჯორჯიას საკონფერენციო დარბაზი

დასწრება თავისუფალია.

აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

forms.gle/Yymn7TMkeQXJESzQ8

სოციალური ქსელები

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲘᲚᲘᲐ ᲭᲐᲕᲭᲐᲕᲐᲫᲘᲡ ᲒᲐᲛᲖᲘᲠᲘ N23-23Ა
მთავარი