არტერა არის შემოქმედებითი სახელოვნებო სივრცე, სადაც იდეები ფორმას იძენს, ხოლო ხელოვნება ნამდვილ გამოცდილებად იქცევა.
სტუდიაში ტარდება ვორქშოპები ტაფტინგის ხელოვნებაში, თექაში, გობელენში, ვიტრაჟსა და დეკუპაჟში. ასევე, გვაქვს ინდივიდუალური და თემატური შეხვედრები, რომლებიც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებზეა მორგებული.
არტერა მასპინძლობს სკოლის კლასებს, მოზარდებსა და დიდებს - ყველას, ვისაც სურს შექმნა, ექსპერიმენტი და ხელოვნებასთან ახლო ურთიერთობა.