დელფინების შოუ

ორგანიზატორი: ბათუმის დელფინარიუმი

დელფინების შოუ

ღონისძიების შესახებ

დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა აერთიანებს შოუს ელემენტებსა და შემეცნებით სანახაობას. წარმოდგენა იმართება ნებისმიერ ამინდში და გათვლილია ყველა ასაკის მაყურებელზე. დელფინები ასრულებენ საოცარ ნომრებს პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით.

მაყურებელი იხილავს:

  1. დელფინების ცეკვას
  2. თამაშს რგოლებითა და ბურთებით
  3. კუდზე ბალანსს
  4. შთამბეჭდავ Foot Push-ს
  5. სხვა მრავალ საყვარელ და დაუვიწყარ ნომერს

შოუ ნამდვილად აღფრთოვანებულს დაგტოვებთ, იქნება ეს თქვენი პირველი ვიზიტი თუ განმეორებითი სტუმრობა.

პროგრამა წარიმართება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის მას საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

6 წლამდე ასაკის ბავშვები შოუს დაესწრებიან უფასოდ თუ არ საჭიროებენ ცალკე დასაჯდომ ადგილს.
ეტლით მოსარგებლე შშმ პირები შოუს დაესწრებიან უფასოდ, ერთ თანხმლებ პირთან ერთად, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
შოუზე დასწრებას შეძლებთ ნებისმიერ ამინდში და მისი საშუალო ხანგრძლივობაა 35 წუთი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დელფინარიუმში შინაური ცხოველების შემოყვანა შეუძლებელია.
აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საკვების შემოტანა
B და C სექტორების პირველ 5 რიგში შესაძლოა დასველდეთ.

ხშირად დასმული კითხვები

ორგანიზატორი

ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმი, შოთა რუსთაველის 51