ფაზლების მოყვარულებო და არამარტო!
ჩვენმა პირველმა არა ვირტუალურმა ღონისძიებამ იმდენად სასიამოვნოდ ჩაიარა, რომ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ დავაორგანიზოთ მსგავსი შეხვედრა.
14 ნოემბერს, შუადღის 15 საათიდან 18:00 საათამდე გეპატიჟებით ჩვენი ბრენდის Spring Puzzles -ის მორიგ შეკრებაზე, კაფე მზიურში (მზიურის პარკში).
ღონისძიებაზე შეძლებთ პირადად გაიცნოთ და გაესაუბროთ იმ ილუსტრატორებს და მხატვრებს, რომელთა ნახატების მიხედვითაც ჩვენი ფაზლები შეიქმნა.
და, რაღა თქმა უნდა, ადგილზე დაგხვდებათ ჩვენი ფერად-ფერადი ფაზლები და ახალი სტიკერების ნაკრები (სპეციალურ ფასად შეგეძლებათ ამ ყველაფრის შეძენა). ასევე, შესაძლებელი იქნება ადგილზე ფაზლების აწყობაც.
ამიტომაც, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნაცნობებს ხელი და ერთად გავატაროთ შემოდგომის ერთი მშვენიერი შაბათი დღე

