ღონისძიების შესახებ
23 ივლისს 21:00 ნაჩვენები იქნება ალექსანდრე ქორიძის ფილმი "კომფორტის ლიმიტი".
დასწრება თავისუფალია.
ფილმის შესახებ:
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ათასობით რუსეთის მოქალაქემ საქართველო დროებით თუ მუდმივ თავშესაფრად აირჩია. ამ პროცესმა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ისტორიული და პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველოს ისედაც მყიფე დემოკრატია მზარდი ზეწოლისა და გაურკვევლობის წინაშე დგას.
რეჟისორი: ალექსანდრე ქორიძე
ხანგრძლივობა: 70 წუთი
ქვეყანა: საქართველო
წელი: 2025
სივრცე ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის.
მზიურის კინოჩვენებები იმათება თიბისის მხარდაჭერით
პროექტის მიზანია:
კინოს მეშვეობით აქტუალური თემების განხილვა სხვადასხვა თაობის მაყურებელთან. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ჩართვა და მაყურებელთან უშუალო დიალოგის წახალისება. თანამედროვე ქართული საავტორო კინოს პოპულარიზაცია და ბოლო წლების მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენება.


