Homepage

Smiling Georgia (2023)

ორგანიზატორი:Cinema O’my
Smiling Georgia  (2023)

14 ნოემბერი 20:00

2012 წლის საარჩევნო კამპანიის, „ღიმილიანი საქართველოს“, ფარგლებში მმართველი პარტია ქვეყნის ყველაზე ღარიბ მოსახლეობას ხმების სანაცვლოდ ახალ კბილებს დაჰპირდა. სტომატოლოგებმა ადამიანებს დაზიანებული კბილები ამოუღეს, თუმცა არჩევნებში პარტიის დამარცხების შემდეგ დაპირების იმედად დარჩენილმა მოსახლეობამ ახალი კბილები ვეღარ მიიღო...

მწარე იუმორით გაჯერებულ დოკუმენტურ ფილმში ლუკა ბერაძე საქართველოს ერთ მიყუჩებულ სოფელში გვამოგზაურებს, მის მცხოვრებლებს გვაცნობს და გვიჩვენებს, რომ პოპულისტი პოლიტიკოსების დაპირებების დაჯერებასა და მხოლოდ პირადი სარგებლის გამო ხმის მიცემას იშვიათად მოაქვს სასიკეთო შედეგი. უფრო ფართო კონტექსტში კი ფილმი სვამს კითხვას: რა ფასი აქვს რიგით ადამიანს პოლიტიკური ლიდერების თვალში?

ჟანრი: დოკუმენტური

Director: Luka Beradze

Writer: Luka Beradze

Stars (documentary participants): Nana Papidze, Lamara Samkharadze, Nodar Labadze, Bezhan Labadze

სოციალური ქსელები

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲡᲐᲜᲙᲢ ᲞᲔᲢᲔᲠᲑᲣᲠᲒᲘᲡ N8
მთავარი