Homepage

თუშური გუდის ყველის ფესტივალი

თუშური გუდის ყველის ფესტივალი

დიდი სიხარულით გიწვევთ 11 ოქტომბერს „თუშური გუდის ყველის ფესტივალზე“, რომელიც გაიმართება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, აგროტურისტული მეურნეობის, „ითაბანის“ ულამაზეს სივრცეში, ალავერდის მონასტრიდან დაახლოებით 5 კმ-ში https://maps.app.goo.gl/tpNT1nkm7iqd6i7N6

ფესტივალი გაიმართება 12:00–17:00 საათებში.

ფესტივალის ფარგლებში დაგხვდებათ:

  1. ფერმერთა ბაზრობა - 25-ზე მეტი ფერმერი წარმოგიდგენთ თუშეთში დამზადებულ ცხვრისა და ძროხის გუდის ყველს, ასევე ხმელ კალტს, ჩოგს, ერბოსა და კარაქს;
  2. მეწარმეთა ბაზრობა - 25-ზე მეტი ადგილობრივი ხელსაქმის ოსტატი საკუთარ ნამუშევრებსა და პროდუქტებს შემოგთავაზებთ;
  3. თუშური გუდის ყველის კონკურსი - პროფესიონალი ჟიური გამოავლენს საუკეთესო ცხვრისა და ძროხის გუდის ყველს;
  4. საბავშვო კუთხე - სხვადასხვა გასართობი აქტივობით;
  5. კულინარიული მასტერკლასი - თუშური გუდის ყველისგან მომზადებული კერძებით;
  6. საკვები კუთხეები - ხინკალი, კოტორი, მწვადი და სხვა ადგილობრივი კერძები, ასევე „ითაბანის“ ნატურალური ღვინოებისა და თუშური ალუდი.
  7. თუშური ფოლკლორი და ქორეოგრაფია - ანსამბლების „კესელო“, „გენია“, „ფოლკლორის სახლი“ და სხვათა მონაწილეობით.

ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთ სივრცეში გაიცნოთ თუშური გემო, კულტურა, ტრადიციები და ყოფა-ცხოვრება.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

როგორც თუშები იტყვიან: "სტუმრის მოისე მზე მოვა, წაისე — შავი ღრუბელი.“

სოციალური ქსელები

მისამართი

ᲥᲕᲔᲛᲝ ᲐᲚᲕᲐᲜᲘ, ᲘᲗᲐᲑᲐᲜᲘ
მთავარი