იმიტაციების გალერეა რიყის პარკში, საბაგიროს შენობაში მდებარე გასართობ-შემეცნებითი სივრცეა, რომელიც სამი განსხვავებული მიმართულებით აერთიანებს საინტერესო და დაუვიწყარ გამოცდილებებს.
გალერეაში წარმოდგენილია ცნობილი ადამიანების 60-ზე მეტი ცვილის ფიგურა, 1000-ზე მეტი უნიკალური სახეობის პეპელა და მომაჯადოებელი ილუზიებით სავსე სარკეების ლაბირინთი. მრავალფეროვანი სივრცეები ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის საინტერესო და შთამბეჭდავ გარემოს ქმნის.