Homepage

ლიტერატურული შეხვედრები ვასო გულეურთან ერთად: „ცუდი ფეხსაცმელი“

ლიტერატურული შეხვედრები ვასო გულეურთან ერთად: „ცუდი ფეხსაცმელი“

14 ნოემბერს „გამომცემლობა პალიტრა L“ და ცნობილი საბავშვო მწერალი ვასო გულეური იწვევენ პატარა მკითხველს ყოველკვირეულ ლიტერატურულ შეხვედრაზე!

შეხვედრების ფარგლებში ბავშვები ისაუბრებენ თანამედროვე და კლასიკოს ქართველ თუ უცხოელ ავტორებზე, მათ ნაწარმოებებსა და წიგნებში წამოჭრილ საინტერესო, მნიშვნელოვან თემებზე. გარდა დისკუსიებისა,

პატარებს ელოდებათ სახალისო, შემოქმედებითი ვორქშოფები და შეხვედრები ქართველ ავტორებთან.

შემდეგი შეხვედრის თემა: ტომ პერსივალის წიგნი „ცუდი ფეხსაცმელი“. უილი ღარიბი ბიჭია. მას შემდეგ, რაც მამამ ფეხი დაისაჩიხრა და სამსახური დაკარგა, ოჯახს განსაკუთრებით გაუჭირდა. თავად უილისაც ფეხსაცმელები

გაუცვდა, წყალი შესდის და ხშირად გამოსავალს სასოწარკვეთილი ეძებს.

გარშემო უამრავი საცდურია — „ცუდი ბიჭებიც“ თვლიან, რომ ძველი ფეხსაცმლის გამოცვლა ცუდი საქმეებით შეიძლება, თუმცა თურმე ზოგიერთი მათგანიც უილისავით ებრძვის ცხოვრებისეულ სირთულეებს.

საბედნიეროდ, უილს კარგი მეგობარი ჰყავს, თავადაც ერთგული და მამაცი ბიჭია. მთავარია, იმედი არ დაკარგოს, სწორად იფიქროს და ცუდ ფეხსაცმელებსაც აუცილებლად ეშველება.

თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა ტომ პერსივალის წიგნი „ცუდი ფეხსაცმელი“.

შეხვედრა განკუთვნილია მხოლოდ ბავშვებისთვის (მშობლების დასწრება არ არის ნებადართული).
ადგილები შეზღუდულია (40 ბილეთი). შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია და წინასწარ შეიძინოთ ბილეთი. ბილეთის შეძენისას შეავსებთ სარეგისტრაციო ფორმას.
აღნიშნულ ღონისძიებაზე არ ხდება ბილეთის დაბრუნება.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲐᲠᲩᲘᲚ ᲛᲘᲨᲕᲔᲚᲐᲫᲘᲡ N4, ᲕᲐᲙᲘᲡ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲑᲘᲑᲚᲣᲡᲘ
მთავარი