Homepage

დეკორატიული საპნის მასტერკლასი

ორგანიზატორი:მომავლის აკადემია
დეკორატიული საპნის მასტერკლასი

ღონისძიების შესახებ

დეკორატიული საპნის მასტერკლასზე მონაწილეები გაეცნობიან საპნის დამზადების პროცესს და საკუთარი ხელით შექმნიან ფერად, არომატულ და უნიკალურ საპნებს.

შეხვედრის განმავლობაში შეისწავლით, როგორ მზადდება დეკორატიული საპონი, როგორ შეირჩევა ფორმა, ფერი, სურნელი და დამატებითი დეტალები. მონაწილეები ეტაპობრივად გაივლიან სამუშაო პროცესს და შექმნიან საპნებს, რომლებიც მათ გემოვნებასა და შემოქმედებით ხედვას ასახავს.

ეს არის სასიამოვნო და მშვიდი გამოცდილება, რომელიც აერთიანებს შემოქმედებით პროცესს, დასვენებასა და პრაქტიკულ ცოდნას. მასტერკლასი იდეალურია მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის შემოქმედებითად გასატარებლად.

ბილეთების დაბრუნება შესაძლებელი არ არის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მასტერკლასის თარიღის ცვლილება, რისთვისაც უნდა დაუკავშირდეთ მომავლის აკადემიას.
მასტერკლასი განკუთვნილია 6 წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲘᲕᲐᲜᲔ ᲯᲐᲕᲐᲮᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ 13
მთავარი