Homepage

სურნელოვანი სანთლების ინდივიდუალური კურსი

ორგანიზატორი:მომავლის აკადემია
სურნელოვანი სანთლების ინდივიდუალური კურსი

ღონისძიების შესახებ

სურნელოვანი სანთლების ინდივიდუალური კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს სანთლების დამზადების ტექნოლოგია და საკუთარი ხელით შექმნას ესთეტიკური, ხარისხიანი და ინდივიდუალური სანთლები.

კურსის განმავლობაში მონაწილე გაეცნობა სანთლის დამზადების სრულ პროცესს: სხვადასხვა ტიპის ცვილთან მუშაობას, არომატების სწორად შერჩევას, ფერების კომბინაციას, დიზაინის შექმნას, დეკორირებასა და შეფუთვას. თითოეული შეხვედრა პრაქტიკულ ფორმატში წარიმართება, რაც დაგეხმარებათ მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში გამოსცადოთ.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ დამოუკიდებლად შექმნათ როგორც საკუთარი სანთლების კოლექცია, ისე დაიწყოთ მცირე შემოქმედებითი ბიზნესი.

ხანგრძლივობა: 5 გაკვეთილი

ბილეთების დაბრუნება შესაძლებელი არ არის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მასტერკლასის თარიღის ცვლილება, რისთვისაც უნდა დაუკავშირდეთ მომავლის აკადემიას.
მასტერკლასი განკუთვნილია 6 წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის.
კურსი მიმდინარეობს ინტენსიურად 5 დღის განმავლობაში. (ოთხშაბათი, ხუთშშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა) ჩატარების დროები: 14:00-17:00

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲘᲕᲐᲜᲔ ᲯᲐᲕᲐᲮᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ 13
მთავარი