ღონისძიების შესახებ
Tiffany-ის ტექნიკით ვიტრაჟის დამზადების მასტერკლასზე მონაწილეები გაეცნობიან ფერადი შუშის დამუშავებისა და ვიტრაჟის შექმნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტექნიკას. ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა ფორმისა და ფერის შუშის დეტალებით შექმნათ დახვეწილი, გამორჩეული და პროფესიონალური ნამუშევარი.
მასტერკლასის განმავლობაში მონაწილეები ეტაპობრივად შეისწავლიან სამუშაო პროცესს: შუშის შერჩევას, ფორმების მომზადებას, დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებას და საბოლოო კომპოზიციის შექმნას. პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში თითოეული მონაწილე საკუთარი ხელით დაამზადებს უნიკალურ ვიტრაჟულ ნამუშევარს.
ეს არის შესაძლებლობა, გაეცნოთ მსოფლიოში ცნობილ Tiffany-ის ტექნიკას, იმუშაოთ ფერად შუშასთან და შექმნათ ნამუშევარი, რომელიც თქვენს შემოქმედებით ხედვასა და ინდივიდუალურ სტილს ასახავს.

