Homepage

ეპოქსიდის ინდივიდუალური კურსი

ორგანიზატორი:მომავლის აკადემია
ეპოქსიდის ინდივიდუალური კურსი

ღონისძიების შესახებ

ეპოქსიდის ფისით ნივთების შექმნის კურსზე მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებას და შეისწავლიან უნიკალური ნივთების დამზადების პრაქტიკულ ტექნიკებს.

კურსის განმავლობაში გაივლით ეპოქსიდის ფისთან მუშაობის სრულ პროცესს: მასალების გაცნობას, ფერებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევას, ჩამოსხმის ტექნიკას, ფორმებთან მუშაობას და დასრულებული ნამუშევრის დამუშავებას.

მონაწილეები ისწავლიან, როგორ შექმნან დეკორის, ავეჯისა და ინტერიერისთვის განკუთვნილი გამორჩეული ნივთები, რომლებიც სივრცეს ინდივიდუალურ და თანამედროვე ხასიათს შესძენს.

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც სურს ახალი პროფესიის ან ჰობის დაუფლება. წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის, რადგან სამუშაო პროცესი ეტაპობრივად და პრაქტიკულ ფორმატში წარიმართება.

ეს არის შესაძლებლობა, შეისწავლოთ მოთხოვნადი შემოქმედებითი ტექნიკა, იმუშაოთ თანამედროვე მასალებთან და საკუთარი ხელით შექმნათ უნიკალური ნამუშევრები.


ბილეთების დაბრუნება შესაძლებელი არ არის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მასტერკლასის თარიღის ცვლილება, რისთვისაც უნდა დაუკავშირდეთ მომავლის აკადემიას.
კურსი მიმდინარეობს ინტენსიურად 5 დღის განმავლობაში. (ოთხშაბათი, ხუთშშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა) ჩატარების დროები: 14:00-17:00
უსაფრთხოების მიზნით, კურსზე დასწრება არ არის დაშვებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის, ასევე მწვავე ალერგიის მქონე პირებისთვის.
კურსი განკუთვნილია 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲘᲕᲐᲜᲔ ᲯᲐᲕᲐᲮᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ 13
მთავარი