Homepage

კერამიკის ერთთვიანი კურსი

ორგანიზატორი:მომავლის აკადემია
კერამიკის ერთთვიანი კურსი

ღონისძიების შესახებ

კერამიკის ერთთვიანითვიანი კურსი (8 შეხვედრა) მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ეტაპობრივად შეისწავლონ თიხასთან მუშაობის ძირითადი ტექნიკები და დამოუკიდებლად შექმნან მრავალფეროვანი კერამიკული ნივთები.

კურსის განმავლობაში გაეცნობით თიხის დამუშავების სრულ პროცესს: ფორმის მიცემას, დეტალების დამუშავებას, ზედაპირის გაფორმებას, მოჭიქვასა და გამოწვის ძირითად ტექნიკებს. თითოეული ეტაპი პრაქტიკულ ფორმატში წარიმართება, რაც დაგეხმარებათ მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში გამოსცადოთ.

მონაწილეები ისწავლიან, როგორ შექმნან როგორც დეკორატიული, ისე ფუნქციური კერამიკული ნივთები საკუთარი ხელით. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ახალი შემოქმედებითი მიმართულების, პროფესიის ან ჰობის დაუფლება.

წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის. სწავლის პროცესი აგებულია ეტაპობრივად, რათა მონაწილემ საფუძვლებიდან დაიწყოს და კურსის დასრულებისას შეძლოს საკუთარი კერამიკული ნამუშევრების დამოუკიდებლად შექმნა.

ერთი თვის განმავლობაში დაამზადებთ ხუთ ნივთს რომელსაც თან წაიღებთ.


კურსი გრძელდება 1 თვის განმავლობაში და მოიცავს 8 შეხვედრას.

ჩატარდება ოთხშაბათსა და პარასკევს 19:00 - 21:00

კურსის განმავლობაში დაამზადებთ 5 ნივთს, რომელსაც თან წაიღებთ.

ბილეთების დაბრუნება შესაძლებელი არ არის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მასტერკლასის თარიღის ცვლილება, რისთვისაც უნდა დაუკავშირდეთ მომავლის აკადემიას.
მასტერკლასი განკუთვნილია 6 წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲘᲕᲐᲜᲔ ᲯᲐᲕᲐᲮᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ 13
მთავარი