მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შუშის მოზაიკის ხელოვნებას, ფერადი შუშის ფრაგმენტებით კომპოზიციის შექმნის პრინციპებს და თავად შექმნიან დეკორატიულ ნამუშევარს.
მასტერკლასი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. ყველა საჭირო მასალა და სამუშაო ინვენტარი უზრუნველყოფილია აკადემიის მიერ.
- ხანგრძლივობა: 3–4 საათი
- ფორმატი: ერთდღიანი პრაქტიკული მასტერკლასი
- ზრდასრულთათვის: 290 ლარი
- ბავშვებისთვის: 150 ლარი
- მაქსიმალური რაოდენობა: 20–22 მონაწილე

