ღონისძიების შესახებ
სურნელოვანი სანთლების ინდივიდუალური კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს სანთლების დამზადების ტექნოლოგია და საკუთარი ხელით შექმნას ესთეტიკური, ხარისხიანი და ინდივიდუალური სანთლები.
კურსის განმავლობაში მონაწილე გაეცნობა სანთლის დამზადების სრულ პროცესს: სხვადასხვა ტიპის ცვილთან მუშაობას, არომატების სწორად შერჩევას, ფერების კომბინაციას, დიზაინის შექმნას, დეკორირებასა და შეფუთვას. თითოეული შეხვედრა პრაქტიკულ ფორმატში წარიმართება, რაც დაგეხმარებათ მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო პროცესში გამოსცადოთ.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ დამოუკიდებლად შექმნათ როგორც საკუთარი სანთლების კოლექცია, ისე დაიწყოთ მცირე შემოქმედებითი ბიზნესი.
ხანგრძლივობა: 5 გაკვეთილი

