Homepage

ლიტერატურული შეხვედრები ვასო გულეურთან ერთად: „ლენი ბრაუნის საოცარი ამბავი“

ლიტერატურული შეხვედრები ვასო გულეურთან ერთად: „ლენი ბრაუნის საოცარი ამბავი“

ლიტერატურული შეხვედრები ვასო გულეურთან ერთად: „ლენი ბრაუნის საოცარი ამბავი“

7 ნოემბრიდან „გამომცემლობა პალიტრა L“ და ცნობილი საბავშვო მწერალი ვასო გულეური იწვევენ პატარა მკითხველებს ყოველკვირეულ ლიტერატურულ შეხვედრებზე!

შეხვედრების ფარგლებში ბავშვები ისაუბრებენ თანამედროვე და კლასიკოს ქართველ თუ უცხოელ ავტორებზე, მათ ნაწარმოებებსა და წიგნებში წამოჭრილ საინტერესო, მნიშვნელოვან თემებზე. გარდა დისკუსიებისა, პატარებს ელოდებათ სახალისო, შემოქმედებითი ვორქშოფები და შეხვედრები ქართველ ავტორებთან.

პირველი შეხვედრის თემა:

პირველი შეხვედრა დაეთმობა წიგნს „ლენი ბრაუნის საოცარი ამბავი“.

ლენი ბრაუნი 8 წლის ბიჭია, რომელსაც გადატანილი სტრესის გამო სხვებთან ურთიერთობა უჭირს და მხოლოდ დედასთან და თავის საყვარელ ძაღლთან, როკისთან ლაპარაკობს. როცა ლენის სხვა სკოლაში გადასვლა მოუწევს, მისი შიშები იზრდება: იპოვის მეგობრებს? როგორ შეეგუება ახალ გარემოს? მიიღებენ მას, ასეთ განსხვავებულს, თანაკლასელები?

ერთ დღესაც ლენი თვითგამოხატვის სულ სხვა ხერხს იპოვის და ყველას გააოცებს — თანატოლები და მასწავლებლები მიხვდებიან, რა საოცარი ბიჭია იგი.

თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა ის წიგნი, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავენ!

შეხვედრა განკუთვნილია მხოლოდ ბავშვებისთვის (მშობლების დასწრება არ არის ნებადართული).
ადგილები შეზღუდულია (40 ბილეთი). შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია და წინასწარ შეიძინოთ ბილეთი. ბილეთის შეძენისას შეავსებთ სარეგისტრაციო ფორმას.
აღნიშნულ ღონისძიებაზე არ ხდება ბილეთის დაბრუნება.

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲐᲠᲩᲘᲚ ᲛᲘᲨᲕᲔᲚᲐᲫᲘᲡ N4, ᲕᲐᲙᲘᲡ ᲞᲐᲠᲙᲘᲡ ᲑᲘᲑᲚᲣᲡᲘ
მთავარი