🐻🍯 ვინი პუჰის 100 წლის იუბილე ვასო გულეურთან ერთად! 🎈
21 ნოემბერს ვასო ისევ გველოდება და ამჯერად ყველასთვის საყვარელი, თაფლის მოყვარული დათუნიას საუკუნოვან იუბილეს ერთად აღვნიშნავთ!
რამდენი თაობა გაიზარდა ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ისტორიებზე, წელს კი ჩვენს საყვარელ დათუნიას 100 წელი შეუსრულდა! 🎂🐻
ამ განსაკუთრებულ თარიღს ვასოს შეხვედრაზე ვიზეიმებთ. გვინდა, რომ ეს დღე ბავშვებისთვისაც დაუვიწყარი იყოს, ამიტომ შეხვედრის ყველა პატარა სტუმარი საჩუქრად მიიღებს ა.ა. მილნის წიგნს ვასო გულეურის თარგმანით — „ვინი პუჰი სასახლეში“!
❄️ ერთ თოვლიან დღეს, ვინი პუჰი და ქრისტოფერ რობინი განსაკუთრებულ სასახლეს ეწვევიან. ისინი მხიარულად თამაშობენ ბაღში და ციგით სრიალებენ, ამბის დასასრული კი სრულიად მოულოდნელია. ნეტავ, რა იპოვა ვინი პუჰმა თოვლში?
ზუსტად ისეთი ჯადოსნური თავგადასავალია ას აკრზე გადაჭიმული ტყიდან, რომელიც პატარებს წიგნის სამყაროს პირველივე გვერდიდან შეაყვარებს (რეკომენდებული ასაკი: 6-8 წელი).
გელოდებით, ერთად ვიზეიმოთ! 💛
📚 საბავშვო საკითხავი ეს არის! 📍 ვაკის პარკის ბიბლუსი | 🗓 21 ნოემბერი, 15:00 საათი

