Homepage

ანსამბლი დიდგორი და მზე შინა - ოქროს არქივი

ორგანიზატორი:სკენე
ანსამბლი დიდგორი და მზე შინა - ოქროს არქივი
21 ოქტომბერი, ოთხ⬤დასაწყისი: 20:00

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ქართული სიმღერის ძალა ყველანაირ საზღვარს არღვევს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოულობს გამოძახილს. საფრანგეთიც, ერთერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ქართული პოლიფონია იმდენად დააფასეს და შეიყვარეს, რომ შეიქმნა ქართული სიმღერის ანსამბლები, მათ შორის ფრანგი მომღერლებისგან შემდგარი უნიკალური ანსამბლი “მზე შინა”

სკენეს სამეფო მიწისქვეშა დარბაზებში, რომელიც საუკუნეებს მოითვლის, ქართველ მგალობელთა გამორჩეული გუნდი „დიდგორი“ და ფრანგი მომღერლებისგან შემდგარი ანსამბლი „მზე შინა“, ერთიანდებიან და წარმოგვიდგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის ოქროს არქივს.

ეს იქნება მოგზაურობა ქართული მრავალხმიანობის ფესვებში, სადაც ოდესღაც, სიმღერა ცხოვრების წესი იყო.

სკენეში სიმღერის დღესასწაულია და ერთად ვეზიაროთ ამ დღეს.

ღონისძიებაზე არ ხდება ბილეთების დაბრუნება

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲠᲙᲘᲜᲘᲡ ᲠᲘᲒᲘ N7
მთავარი