თბილისი არასდროს ბერდება, ის მწიფდება...და ძველ, გაყვითლებულ ფოტოებსა და გულში შემორჩენილ ამბებში სულ ცოცხლობს ლეგენდებად და ამბებად
ჭრიჭინა აივნები, ნოსტალგიით სავსე ეზოები, ძვირფასი ჭრელა-ჭრულა ხალიჩების დახლიდარები და დიდი ადამიანების დიადი საქმეები, რომლებმაც ამ ქალაქს სული შთაბერეს - ეს არის თბილისი
23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ერთად გადავფურცლოთ ეს ძველი ალბომი.
დათო ტურაშვილი გვიწვევს საღამოზე - „ძველი თბილისი ფოტოებში“.
ვისაუბრებთ იმ თბილისურ ისტორიებზე, რომლებმაც დროს გაუძლო და შესაძლოა, აქამდე არც კი გაგვიგია.

