ფანდურით ნათქვამი სამყარო - ზურა ბარბაქაძე„სკენეს“ სცენაზე.
მე-16 საუკუნის ისტორიულ სივრცეში, სადაც დრო სხვაგვარად მიედინება და წარსული აწმყოს ერწყმის, განსაკუთრებული პერფორმანსი გელით.
20 ნოემბერს, 20:00 საათზე, თეატრი „სკენე“ გიწვევთ საღამოზე, სადაც ზურა ბარბაქაძე ფანდურზე, საქართველოდან დაწყებული მთელი მსოფლიოს განსაკუთრებულ ჰანგებს გააჟღერებს.
ბილეთის საფასურია 60 ლარი და მოიცავს ღვინის დეგუსტაციას.

