Homepage

ქალი დედოფალი - შორენა ზუბიაშვილისა და Kobi-ს პერფორმანსი

ორგანიზატორი:სკენე
ქალი დედოფალი - შორენა ზუბიაშვილისა და Kobi-ს პერფორმანსი
05 დეკემბერი, შაბ⬤დასაწყისი: 19:00

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

სკენე გიწვევთ ტრანსფორმაციულ პერფორმანსზე, სადაც მუსიკა, მხატვრობა და მოძრაობა სცენაზე ერთიანდება 🔱

მონაწილეობენ:

პანტომიმის მსახიობი - შორენა ზუბიაშვილი ✨

მხატვარი - გიორგი კობი ✨

გიტარისტი - გოგა შოშიაშვილი✨

ეს არის დედოფლის გზა, რომელიც ჩვეულებრივი ქალის ამბით იწყება და ვითარდება⚜️

მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ ადამიანის შინაგან სამყაროში. დაბადებიდან საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენამდე.

რამდენი ქალი ცხოვრობს ერთ ქალში? რამდენი აუხდენელი ოცნება და უთქმელი სიტყვა იმალება მის მიღმა? რამდენჯერ ვკარგავთ საკუთარ თავს სხვისი მოლოდინის გამართლებასა და როლების მორგებისას?

დროა იპოვო ნამდვილი განძი შენში…

გიორგი კობი, პერფორმანსის პარალელურად ტილოზე შეასრულებს ქალის არქეტიპებს, თავისი წარსულით, შიშით, სიყვარულით, ტკივილით, გამარჯვებით…

ეს არის მოგზაურობა საკუთარი „მეს“ დასაბრუნებლად.

რადგან, იქნებ, ყველაზე დიდი თავისუფლება სწორედ ის არის, გაბედო და გახდე საკუთარი თავი.

ღონისძიებაზე არ ხდება ბილეთების დაბრუნება

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲠᲙᲘᲜᲘᲡ ᲠᲘᲒᲘ N7
მთავარი