გაინტერესებს როგორ მღეროდნენ ადრე საქართველოში? 30 ოქტომბერს, ᲡᲙᲔᲜᲔს სცენაზე ანსამბლი “მჭელი” წინაპართა ხმებს გააცოცხლებს და წარმოგვიდგენს საქართველოს ყველა კუთხის უძველეს სარიტუალო სიმღერას.
“მჭელის” რეპერტუარი ძველ საექსპედიციო ჩანაწერებს და სანოტო კრებულებს აერთიანებს, რომლის ერთერთი შემგროვებელიც არის ანსამბლის ხელმძღვანელი, ქეთევან ბაიაშვილი.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება "ბერიკაობა" და "პურის თესვის, მოყვანის და მკის" რიტუალი.
ეს არის პერფომანსი, სადაც გაერთიანებულია ქართული არქაული სამოსი, ხმა და ხასიათი.
კონცერტი მიმდინარეობს ნატურალური ღვინის თანხლებით.

