ურთიერთმზერის მედიტაცია სკენეში
თეატრი სკენე წარმოგიდგენთ ფსიქოთერაპევტ ნინო კანდელაკის ტრანსფორმაციულ პერფორმანსს.
მონაწილეობენ:
პანტომიმის მსახიობი, შორენა ზუბიაშვილი და აუდიო მთხრობელი - დიოსკურიო ⚜️
ხშირად ვეძებთ პასუხებს გარეთ, როცა ყველაზე დიადი ძალა ჩვენშია. მზად ხარ, შეხვდე საკუთარ თავს სხვისი თვალების სარკეში?
ტრანსფორმაციული ცეკვის და მუსიკის ფონზე, ჩვენ ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ გულით, გულიდან და გულისთვის.
ადამიანის თვალებში ჩახედვა საკუთარი ჩრდილის და საკუთარი სინათლის შეცნობაც არის. შესაძლოა, უეცრად დაინახო შენი ბავშვური ნაწილი, რომელსაც ასე ძალიან სურს, რომ უბრალოდ შეამჩნიო.
და ამ დროს ხვდები მთავარს - ყველაზე მნიშვნელოვანი არა ისაა, თუ რას დაინახავ სხვისი თვალების სარკეში, არამედ ის, რის უფლებას აძლევ შენს თავს რომ დაინახო საკუთარ თავში.
გიწვევთ მისტიურ თეატრში ტრანსფორმაციულ საღამოზე.

