დაბადების დღის ისტორიები
ზოგისთვის ეს დღე ხმაურიანი ზეიმია, ზოგისთვის კი, მცირე წრეში ან მარტო გასატარებელი დრო. ვიღაცას უყვარს თავისი დაბადების დღე, ვიღაცას – პირიქით.
12 ნოემბერს „სკენეში“ სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ:
სიხარულით ვიღებთ წლების მატებას თუ ვეწინააღმდეგებით მას?
როგორი გვინდა იყოს ეს დღე და რა ხდება, როცა რეალობა სხვანაირია? რომელი იყო საუკეთესო დაბადების დღე და რომელმა გაგვიცრუა იმედი? როდის ვგრძნობთ თავს მარტო, მრავალი ადამიანის გარემოცვაშიც მარტო ვართ, ხოლო პატარა სამეგობრო წრეში სიხარულით ვივსებით? ეს ერთი რიგითი დღეა თუ ძველის დასასრული და ახლის დასაწყისი? ან იქნებ ამაზე მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ არის, დღე, როდესაც თითქოს ახლიდან დავიბადეთ?
მოგვიყევით თქვენი ისტორიები, გაგვიზიარეთ მოგონებები, განცდები და ოცნებები, ის რიტუალები, რომლებიც ამ დღეს თქვენთვის განსაკუთრებულს ხდის და ჩვენ მათ სცენაზე გავაცოცხლებთ.

