ბავშვები K-Pop-ის სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ სამი განსაკუთრებული აქტივობა ელოდებათ:
K-Pop ვოკალის მასტერკლასი - საყვარელი სიმღერების შესრულება და ვოკალური უნარების აღმოჩენა.
HUNTR/X-ის ქორეოგრაფია - ცნობილი საცეკვაო მოძრაობების შესწავლა და საკუთარი საცეკვაო ენერგიის გამოვლენა.
საიდუმლო თეატრალური მისია - Golden Honmoon-ის გადასარჩენად ბავშვები გაერთიანდებიან, შეასრულებენ სხვადასხვა გამოწვევას და გახდებიან საკუთარი ჯადოსნური ისტორიის გმირები.
დრესკოდი: ნეონის ფერები, პოპ-სტილი და K-Pop Demon Hunters-ის თემატური აქსესუარები.
განსაკუთრებული კოსტიუმის შეძენა საჭირო არ არის.
ღონისძიება განკუთვნილია 6–12 წლის ბავშვებისთვის.

