ღონისძიების შესახებ
შემოქმედებითი სახელოსნო „ცეში“ 10+ ასაკის ბავშვებს მინაზე ხატვის ვორქშოფზე ეპატიჟება.
აქტივობის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მინაზე ხატვის მარტივ ტექნიკას და საკუთარი ხელით შექმნიან პატარა შუშის ნამუშევარს.
ბავშვები შეარჩევენ ფერებს, მოიფიქრებენ კომპოზიციას და ეტაპობრივად გადაიტანენ საკუთარ იდეას შუშის ზედაპირზე. ვორქშოფი არ მოითხოვს წინასწარ გამოცდილებას, მთავარია ინტერესი, ყურადღება და შექმნის სურვილი.
აქტივობა ბავშვებს ეხმარება ფერებთან მუშაობაში, კონცენტრაციის, სიზუსტის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფანტაზიის განვითარებაში.
ვორქშოფის ბოლოს თითოეული მონაწილე სახლში წაიღებს საკუთარ ხელნაკეთ ნამუშევარს, რომელიც მათთვის პატარა, ფერად მოგონებად დარჩება.

