შემოქმედებითი სახელოსნო ,,ცეში”” სანთლის დესერტის ვორქშოფზე პატარებს უმასპინძლებს მისამართზე გ.ახვლედიანის 25 (ყოფილი პეროვსკაია)
პროგრამის ფარგლებში პატარები დაამზადებენ სასურველ კენკრასა და ტკბილეულს: ორეო, ჟოლო, მარწყვი, ვაფლი, მანდარინი, მოცხარი ა.შ. საკუთარი ხელით დაამზადებენ სანთელის კრემს, მორთავენ ტარტებს, ნაშრომებს კი საჩუქრად წაიღებენ.
მასტერკლასი შემეცნებითია. პატარებში აღძვრავს შინაგან ინტერესსა და ეხმარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ასევე ემსახურება დამოუკიდებლად მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების, შემოქმედებითი უნარების, სამეწარმეო ინიციატივების განვითარებას.
რაც მთავარია, შეიძენენ ახალ, შემოქმედებით მეგობრებს.
ასაკი 10+

