ღონისძიების შესახებ
ჩვენს სამოყვარულო ვორქშოფზე მონაწილეები გაეცნობიან ვიტრაჟის ჩასხმით ტექნიკას და პრაქტიკულად შექმნიან საკუთარ ნამუშევარს.
ვორქშოფი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შემოქმედებითად გაატაროს დრო, სცადოს ახალი ტექნიკა და საკუთარი ხელით შექმნას დეკორატიული ვიტრაჟი წინასწარი გამოცდილების გარეშე.
აქტივობის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან მასალებთან მუშაობის ძირითად პრინციპებს, შეარჩევენ ფერებს, შექმნიან კომპოზიციას და ეტაპობრივად გაივლიან ვიტრაჟის დამზადების პროცესს.
სამოყვარულო ვორქშოფი აერთიანებს შემოქმედებას, განტვირთვას და ახალ გამოცდილებას. ეს არის შესაძლებლობა, დროებით მოწყდეთ ყოველდღიურ რუტინას და შექმნათ ნამუშევარი, რომელსაც თან წაიღებთ.
ჩვენთან განსაკუთრებული მხატვრული ნიჭის ფლობა არ მოგეთხოვებათ! მთავარია სურვილი.
ვორქშოფის ხანგრძლივობაა 2 საათი და განკუთვნილია ზრდასრულებისთვის.

