აღმოაჩინეთ თბილისი წითელი ღია ორსართულიანი ავტობუსით და მოინახულეთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები.
ტურის მარშრუტი მოიცავს ძველ თბილისს, მეიდანს, აბანოთუბანს, მეტეხს, მშრალ ხიდს, რიყის პარკს, მშვიდობის ხიდს, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, გმირთა მოედანს, აღმაშენებლის გამზირსა და სხვა საინტერესო ადგილებს.
ექსკურსიის განმავლობაში თითოეული ადგილის ისტორიას აუდიოგიდის დახმარებით მოისმენთ. აუდიოგიდი ხელმისაწვდომია ქართულად და კიდევ 14 ენაზე.
ბილეთის ღირებულებაში შედის:
- აუდიოგიდის მომსახურება
- ერთჯერადი ყურსასმენები
- ერთი სრული წრე, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი და 20 წუთია

