ტაფტინგის ორდღიანი ვორქშოპი

ორგანიზატორი: სტუდია არტერა

ტაფტინგის ორდღიანი ვორქშოპი

ღონისძიების შესახებ

პირველი დღე

ვორქშოპის მონაწილე ადგილზე ქმნის საკუთარ ესკიზს ან მოაქვს უკვე მზა დიზაინი, რომელსაც სპეციალურ ქსოვილზე კონტურების სახით გადავიტანთ. ამის შემდეგ იწყება პროცესის ყველაზე საინტერესო ეტაპი — ტაფტინგი. სპეციალური აპარატის დახმარებით ეტაპობრივად ივსება ფერები და ფორმები, რის შედეგადაც იქმნება უნიკალური, ხელნაკეთი ნამუშევარი. დღის ბოლოს შესრულებული სამუშაო სპეციალური წებოთი ფიქსირდება, რათა ტექსტურა და ფორმა მყარად შენარჩუნდეს.

მეორე დღე

მეორე დღე ეთმობა ნამუშევრის დამუშავებასა და დასრულებას. სპეციალური საკრეჭი აპარატით ფორმირდება ხალიჩის (40×40 სმ) ან სარკის (35×35 სმ) დიზაინი, სწორდება ტექსტურა და იხვეწება თითოეული დეტალი. შემდეგ ემატება უკანა ქსოვილი, რომელიც ნამუშევარს დასრულებულ და პროფესიონალურ იერს სძენს.

სარკის შემთხვევაში, დასრულებული ტაფტინგის ჩარჩო მაგრდება სარკეზე და ემატება დასაკიდი სისტემა, რათა მონაწილემ მიიღოს სრულყოფილი, გამოყენებისთვის მზად დეკორი, რომელიც ინტერიერის გამორჩეულ ნაწილად იქცევა.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთის დაბრუნება არ ხდება.
ასაკობრივი შეზღუდვა ვორქშოფზე: 16+

მისამართი

ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ, ᲙᲝᲡᲢᲐ ᲮᲔᲗᲐᲒᲣᲠᲝᲕᲘᲡ 26