თბილისის ავტომუზეუმი დაფუძნებულია კერძო კოლექციაზე, რომელიც 18 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. მუზეუმი 2014 წლის 25 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დედაქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.
მუზეუმი რეგულარულად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ დამთვალიერებლებს, ასევე უცხოელ სტუმრებს. აქ იმართება სკოლის ექსკურსიები და სხვადასხვა ღონისძიება: ფოტოსესიები, მუსიკალური და სარეკლამო კლიპების გადაღებები. მუზეუმის უნიკალური ექსპონატები არაერთ კინო და ტელეპროექტშიც არის გამოყენებული.