ღონისძიების შესახებ
თბილისის ავტო მუზეუმი არის სივრცე, სადაც სხვადასხვა ეპოქის უნიკალური ავტომობილებია წარმოდგენილი. დამთვალიერებელს აქ დახვდება საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპოზიცია, რომელიც აერთიანებს როგორც რეტრო მანქანებს, ისე მათთან დაკავშირებულ ისტორიასა და ავთენტურ გარემოს, რაც წარსულში მოგზაურობის შეგრძნებას ქმნის. მუზეუმი განსაკუთრებით მიმზიდველია ავტომოყვარულებისთვის, თუმცა თანაბრად საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს ყველას, ვისაც ტექნიკისა და ისტორიის აღმოჩენა უყვარს.

